logo
ENG



ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ამბობს, რომ პარლამენტმა რუსული კანონი არ უნდა მიიღოს

13 მაი 202416:24
3 წუთის საკითხავი
 
ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ამბობს, რომ პარლამენტმა რუსული კანონი არ უნდა მიიღოს
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ბიზნესფედერაციამ ქალები მომავლისთვის განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ კანონს არ ეთანხმება და ამბობს, რომ პარლამენტმა იგი არ უნდა მიიღოს. 

განცხადებაში წერია:

"ბიზნესფედერაცია ქალები მომავლისთვის რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. 

გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსილიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ".

ამ ბიზნესფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძეა, რომელიც ამბობს, რომ მიმართვაზე "მისი ფოტოს დადებით ნუ ავჟიტირდებით".

"საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესფედერაციაში ვარ გაწევრიანებული და ყველა პოზიციას ვისმენ და ზოგს ვეთანხმები ზოგს არა. ქალთა ფედერაციის განცხადებაზე ჩემი ფოტოს დადებით ნუ აჟიტირდებით და ბორდის ამ განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა, ნუ წარმოაჩენთ მხოლოდ ჩემს განცხადებად - მესმის, რომ მეტი ინტრიგა სჭირდება ახლა ამ სიტუაციას, მაგრამ არ გამოვა.

ბიზნეს უნდა სტაბილური გარემო, არადაპირისპირებული მხარეები, ევროინტეგრაცია და საკუთარი ქვეყნის სიძლიერე. თავისუფალი აზრის გამოხატვას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კი არასდროს ვერიდები არც ღიად და არც პირად საუბრებში. დამირეკეთ და მოგახსენებთ. ფედერაციის 100 წევრ ადამიანს კი ინდივიდუალურად გამოართვით თავის პოზიციები ფოტოებიანად!" - წერს კობახიძე.


close დახურვა